რუსული დრონების ახალი, რეკორდული თავდასხმა – უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 288 უპილოტო საფრენი აპარატი განაიარაღა

26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ზედიზედ მესამე კომბინირებული შეტევა განახორციელა, ამჯერად 364 საჰაერო თავდასხმის იარაღის გამოყენებით,- ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 9 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო და 288 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.

რუსეთმა დრონები ბრიანსკის, მილეროვოს, კურსკის, ორელის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინა.

საჰაერო ძალების ცნობით, მტრის საჰაერო დარტყმები 5 ლოკაციაზე დაფიქსირდა , ხოლო ჩამოგდებული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები – 10 ლოკაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები