აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააგრძელებს

აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სიბიგამ მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერისთვის, ასევე ზამთრის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზების ძიებას დაეთმო.

საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მუდმივად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები