გორში ქალ მეწარმეთა საგაზაფხულო ბაზრობა გაიმართა

გორში ქალ მეწარმეთა საგაზაფხულო ბაზრობა გაიმართა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,გამოფენილი პროდუქცია გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ დაათვალიერა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გაიმართა. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ქალების ნამუშევრები. პარალელურად, შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა ბავშვებისთვის”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები