საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 727 ათასი ადამიანია
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 727 ათასი ადამიანია.
შესაბამის სტატისტიკას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
” 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 30,138 – მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 145,5 მილიონი ლარი.
მარტის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.