ხულოს მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“სხდომაზე განიხილეს კონკურსის ჩატარების ფორმატი, ეტაპები, შეფასების კრიტერიუმები და განხორციელების გრაფიკი.

მიმდინარე წელს „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ბიუჯეტი 85 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება უკვე მიიღო 30-ზე მეტმა ბენეფიციარმა.

პროგრამა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისა და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მეწარმეობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი სამეწარმეო სექტორის განვითარებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები