ვატო შაქარიშვილი: ნებისმიერი ალტერნატიული ღონისძიება, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები გეგმავენ ხვალ რუსთაველის გამზირზე, ცალსახა პროვოკაციაა და უნდა იყოს აღკვეთილი
“მშვიდობიან, ნორმალურ გარემოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის ეროვნული ღირსების საკითხი”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განუცხადა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები კიდევ ერთ მორიგ პროვოკაციულ ფაზას გეგმავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ჩვენ ვიცით, რომ ხვალ საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ის ევროდეპუტატები, ჩინოვნიკები, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც მათი ყოველდღიური საქმიანობით, განცხადებებით, რეზოლუციებით გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებენ, არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
ნებისმიერი ალტერნატიული ღონისძიება, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრები გეგმავენ ხვალ რუსთაველის გამზირზე, არის ცალსახა პროვოკაცია და ეს უნდა იყოს აღკვეთილი, რადგან მშვიდობიან, ნორმალურ გარემოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არის ეროვნული ღირსების საკითხი“ – განაცხადა შაქარიშვილმა.