ნატოს საპარლამენტო ასამბლეის აშშ-ის სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს შეხვდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის აშშ-ის სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონიამ გამოხატა ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერის და გამოცდილების
გაზიარების მზადყოფნა. ასევე, ქართულ მხარეს გააცნო ნატოში არსებული პოზიციები უკრაინის, რუსეთის, აგრეთვე, უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები არიან დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მარიამ ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები