საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სან ფრანცისკოს მერიის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სან ფრანცისკოს მერიის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა.
გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სან ფრანცისკოს მერიის შენობაში გაიმართა.
მიღებას სან ფრანცისკოს მერი – დენიელ ლური, სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ესწრებოდნენ