ნატო: პუტინი და ისლამი ტერორისტები ერთი და იგივე საშუალებებს იყენებენ
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და „ისლამური სახელმწიფოს ერაყის და ლევანტას“ წარმომადგენლებს საერთო მიზნები და მეთოდები აქვთ – დემოკრატიის უარყოფა, ძალადობა და დაშინება. ეს აზრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ გამოთქვა.
„პუტინის ნეოსაბჭოურ რევიზიონიზმს და „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორიზმს განსხვავებები აქვს, თუმცა მათ მსგავსი მეთოდები გააჩნიათ – დაშინება და ძალადობა, იმისთვის, რომ მიაღწიონ საკუთარ მიზნებს: საერთაშორისო ურთიერთობების ოქროს სტანდარტების – დემოკრატიის, ტოლერანტობას და სამართლის უზენაესობას“, – განაცხადა ვერშბოუმ.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა არაერთხელ შეახსენა აშშ-ს, რა შეიძლება მოჰყვეს განხეთქილებას ბირთვულ ქვეყნებს შორის, თუ ისინი „შანტაჟის“ მცდელობებზე უარს არ იტყვიან.