საქართველოს თავისუფლების თამაშების” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა

“საქართველოს თავისუფლების თამაშების” ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის მინი ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა. ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

,,ვაჟებს შორის პირველი ადგილი გორის მე – 6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კარალეთის პირველმა და გორის მე – 5 საჯარო სკოლებმა გადაინაწილეს. გოგონებს შორის გამარჯვებული კარალეთის მე – 2 საჯარო სკოლის გუნდმა გახდა.

თავისუფლების თამაშები – ეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი პროექტი. შეჯიბრებებში, რომლებიც აპრილიდან მაისის ჩათვლით იმართება, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლე გოგონები და ბიჭები იღებენ მონაწილეობას.

თამაშების დევიზია – „ვთამაშობთ საქართველოსთვის“.

პროექტის ინიციატორია – სასკოლოს სპორტის ეროვნული ფედერაცია”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები