შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები – იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ კომისიამ ვერ იმუშაოს
საგამოძიებო კომისია შედგება 10 წევრისგან. კვოტებია, ასეა გადანაწილებული: უმრავლესობას 10 წევრიდან, 5 წევრის დასახელების უფლება აქვს, ოპოზიციასაც 5 წევრის, საიდანაც ოპოზიციას დღეს დასახელებული ჰყავს 3, ხოლო ის კვოტები, რომელიც გათვალისწინებულია უფრაქციო ოპოზიციის წევრისთვის, ისინი არ ითვისებენ თავის კვოტებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, ოპოზიციას გამოეყოს კვოტები, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ აითვისონ, ამას აითვისებენ თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობაა. კონსტიტუციისა და რეგლამენტის ჩანაწერი გულისხმობს, რომ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობა ნახევარი ოპოზიცია, კვოტები ასე გამოყოფილი. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ითვისებს, ეს არ უნდა იყოს მიზეზი რომ კომისიამ ვერ იმუშაოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.