შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იყო ვინც წააქეზა მაშინ ნიკა მელია და გადაუხადა გირაო მისი დაუმორჩილებლობის გამო
“ბრიუსელი იყო ვინც წააქეზა მაშინ ნიკა მელია იმ ქმედებაში და ბრიუსელმა გადაუხადა მაშინ მას გირაო მისი დაუმორჩილებლობის გამო. საერთო ჯამში, ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები. ბრიუსელი იყო ამის მონაწილე, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გახსოვთ, რომ ეს ეხებოდა 20 ივნისის საკითხს. ორი დღის წინ გამოვიდა კიდევ ერთი გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც შტურმით იღებდა პარლამენტს და მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ შეშის შეტანა ადამიანის უფლებააო. ბრიუსელის დაფინანსებული „ენჯეოები“ ამტკიცებდნენ, რომ შეშა არის აქციის ნაწილი. სტრასბურგმა კი პირდაპირ თქვა, რომ შეშას არაფერი ესაქმება მიტინგზეო. სტრასბურგმა ასევე აღიარა, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი. თუკი ვინმე არღვევს ევროპულ ღირებულებებს არის ის ხალხი, ვინც ასეთ პროცესებშია ჩართული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.