ნეთანიაჰუ “სტარმერს” ჰამასის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

“ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრი თავდასხმა განახორციელა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და საფრანგეთისა და კანადის ლიდერებზე და განაცხადა, რომ მათ, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ “ჰამასის” ხელისუფლებაში დარჩენა სურთ“,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ისრაელისა და ებრაელი ხალხის განადგურება სურს. მან ასევე დაადანაშაულა სტარმერი, ემანუელ მაკრონი და მარკ კარნი „მასობრივი მკვლელების, მოძალადეების, ჩვილების მკვლელებისა და გამტაცებლების“ მხარდაჭერაში.

„ვერასდროს გავიგებ, როგორ არიდებენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას თავს საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ვეუბნები პრეზიდენტ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ კარნის და პრემიერ-მინისტრ სტარმერს, როდესაც მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ჩვილების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას გიხდიან, თქვენ სამართლიანობის არასწორ მხარეს ხართ. კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს დგახართ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და კანადა ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ თუ ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს, რეაგირება ექნებათ.

ამასთან, როგორც “ბიბისი” წერს, სამივე ქვეყანამ დაგმო ვაშინგტონში მომხდარი სროლა და 19 თვის წინ “ჰამასის” მიერ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

თუმცა, ამ კვირის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ დაგმეს ისრაელის მიერ ღაზას ომის გაფართოება, მას „არაპროპორციული“ უწოდეს და ჰუმანიტარული სიტუაცია „აუტანლად“ შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები