არჩილ გორდულაძე: 26 მაისი ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – ყველას მოვუწოდებთ, გულშიც კი არ გაივლონ რაიმე მავნებლობა

”ყველას მოვუწოდებთ, გულშიც კი არ გაივლონ 26 მაისს რაიმე მავნებლობა, კარგად იცოდნენ, ეს ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მსხვერპლის საფუძველზე სისხლიანი რევოლუცია მოაწყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური იმუშავებს, რომ მსგავსი მავნებლობები და დანაშაულები ძირშივე, ჩანასახშივე იყოს აღკვეთილი.

„26 მაისი ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს სახალხო ზეიმი მოტაცოს. ყველას მოვუწოდებთ, გულშიც კი არ გაივლონ რაიმე მავნებლობა. კარგად იცოდნენ, ეს ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მსხვერპლის საფუძველზე სისხლიანი რევოლუცია მოაწყოს. ყველა შესაბამისი სამსახური იმუშავებს, რომ ასეთი მავნებლობები და დანაშაულები ძირშივე და ჩანასახშივე იყოს აღკვეთილი. ყველას შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ისე, რომ სხვის უფლებებს არ შეეხოს, არ შელახოს. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის კარგად ნაცნობია სხვათა უფლებების შელახვა, მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ, კანონი დაიცვან და მავნებლობაზე საუბარს დაანებონ, სიტყვა – მსხვერპლის ხსენებასაც კი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები