გურამ მაჭარაშვილი „იმედის“ დარბევაზე: ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში

„ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიასივრცეში, პირდაპირი ეთერი ჩაშალოს, დააპატიმროს ჟურნალისტები, დაანგრიოს აპარატურა და ა.შ.” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება სხდომა და შესაბამისად, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ტელეკომპანია „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები