ჯაშუშ მატა ჰარის უკანასკნელი დღე. ასობით მამაკაცის საოცნებო ქალის დახვრეტის ფოტო

97 წლის წინ პარიზში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი მატა ჰარი დახვრიტეს. იმაზე, თუ როგორ ხიბლავდა ის მამაკაცებს, ლეგენდები დადის. ჰარი მოცეკვავე იყო. ქალი პარიზის, მონტე-კარლოს, ბერლინის, ვენის, მილანის და მადრიდის მოდურ სალონებში ცეკვავდა. მატა ჰარი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალად ითვლებოდა, თუმცა მსოფლიოში სახელგანთქმული სხვა ნიჭის გამო გახდა. პარიზის ყველაზე ლამაზი ქალი მამაკაცებს ხიბლავდა და პარალელურად მათგან სახელმწიფო საიდუმლოებებზე ინფორმაციას იღებდა. სწორედ ამ საქმიანობის გამო მას სიკვდილი მიუსაჯეს. ის ომის დროს ჯაშუშობაში ამხილეს კაიზერის გერმანიის სასარგებლოდ. მატა ხარი 1917 წლის 13 თებერვალს პარიზში დააკავეს. სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა – უშედეგოდ. 1917 წლის 15 ოქტომბერს მატა ხარი ვენსენეს სამხედრო პოლიგონზე დახვრიტეს. ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ჰარის, როგორც ჯაშუშის ეფექტურობა გაზვიადებულია, რადგან მის მიერ მოპოვებული მონაცემები სერიოზულ ფასეულობას არ წარმოადგენდა.
გავრცელებულია ასობით მამაკაცის საოცნებო ქალის დახვრეტის ფოტო. მასზე მცირე ფიგურა ჩანს, მას სამკუთხედი ქუდი ახურავს – ეს მატა ჰარია. ქალმა პალტო გაიხადა და გაშიშვლდა. კიდევ ერთი ჟესტი – მან სიკვდილის წინ კოცნა გაუგზავნა ვიღაცას. ეს კოცნა ჯარისკაცებს თუ მის შეყვარებულ ადვოკატს ეკუთვნოდა, – საიდუმლოდ დარჩება.

10723155_851487764891463_117143489_n

10726789_851487758224797_1632990905_n

10728662_851487751558131_1353611039_n

10732985_851487748224798_228302542_n

10733388_851487768224796_2018841881_n

10743275_851487754891464_1768729588_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები