რუსუდან შარაძე – გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, დღესაც რომ ვერ გაძღნენ საქართველოს სისხლით, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ
პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ, უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი – დღესაც რომ ვერ გაძღნენ საქართველოს სისხლით და ძირს უთხრიან, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და რაც მთავარია, ამაში ფულს იღებენ; და ღლაპები: ბოკერია, რამიშვილი, თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე, – ამის შესახებ ქართველი მეცნიერისა და ფილოლოგის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც გურამ შარაძის მკვლელობის საქმე განიხილეს.
რუსუდან შარაძის განცხადებით, მათ ოჯახზე ტერორი 2003 წლის შემდეგ გაძლიერდა და გურამ შარაძე იძულებული გახდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოსთვის მიემართა მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო.
“მათ მერე სააკაშვილი შეუერთდა თავისი ბანდით, თავიდან ესენი იყვნენ, სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი. “ჯენზი” ლანა ღოღობერიძის მამამ რომ დახვრიტა [ხალხი]. დავანებოთ თავი, ლევან ღოღობერიძის ასული რომაა, ლანა ღოღობერიძეს იმდენი უბედურება აქვს გაკეთებული, მარტო იმ წლებში, მან დადო ე.წ. თურქი მესხების ჩამოსახლების პირობა, არავითარი მესხები ეგენი არ არიან, ის იყო ეროვნული რეკვიზიტების წინააღმდეგ.
გურამ შარაძე ორჯერ იჯდა ციხეში, სააკაშვილმა დასაჯა, ორივეჯერ წვრილმანი ხულიგნობით. ჩვენი ოჯახის მიმართ ტერორი და მუქარა სულ იყო, 2003 წლის შემდეგ დაიწყო უარესი ტერორი, გურამი იძულებული იყო, მიემართა ყველა საელჩოსთვის, როგორი ტერორი გააჩაღა “ვარდების” ხელისუფლებამ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ. 23 ნოემბერს ხომ მოვიდნენ, მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და ნოემბერი დამთავრებული არ იყო, ნინო ბურჯანაძემ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დაცვა მოუხსნა, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ დაჟინებული მოთხოვნით დაუნიშნა, ლაშა [გურამ შარაძის შვილი] რომ მოკლეს. რომ იცოდეთ, ლაშას მკვლელობაც გურამ შარაძის მკვლელობის ერთი მთლიანობაა.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.