რუსუდან შარაძე: მოწმე ჰყვება, რომ დათა ახალაიამ გამართა თათბირი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი – ახალაია ასახელებს, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა – მე თვითონ მაქვს ჩანაწერი, სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა.

მან მოწმე ვახტანგ გაბელაიას ჩვენება გაიხსენა, რომლის თქმითაც, დათა ახალაიამ ჩაატარა თათბირი, სადაც საუბრობდნენ „როგორ გააგორეს „პროფესორა““, ანუ გურამ შარაძე და ახალაიამ იკითხა, ხომ არ შექმნიდა მკვლელი პრობლემას.

„მოწმე ჩვენ საქმეზე ჰყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში, ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე, დათა ახალია ბუნებრივია და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტ სახელი. ჩემი პირადი ვარაუდით ეს უნდა იყოს „ჯგერე“. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ მაქვს, ჩავწერე სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს „პროფესორა“ და რომ დათა კითხულობს ეს, ზედმეტ სახელით მოიხსენიებს, ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის „დასაბრედი“, რაზეც მიიღო პასუხი დათა ახალაიამ, რომ მკვლელი არ შექმნიდა პრობლემას“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები