„მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მაინც ვრჩებით, მათი ნაბიჯები სამარცხვინოა” – მათიკაშვილი
“ქვეყნები, სადაც სუვერენიტეტის დიდი დეფიციტია, ნეგატიური გლობალური ძალების მხრიდან ყველა თითის დაქნევაზე ისე მოქმედებენ, როგორ დავალებასაც მისცემენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მაინც ვრჩებით, მათი ნაბიჯები სამარცხვინოა. ქვეყნებში, სადაც სუვერენიტეტის დიდი დეფიციტია, ისინი ნეგატიური გლობალური ძალების მხრიდან ყველა თითის დაქნევაზე ისე მოქმედებენ, როგორ დავალებასაც მისცემენ. ცალმხრივი მეგობრობის მიუხედავად, ტყუილსა და პროპაგანდაზე ორიენტირებული ნაბიჯებია, რაც საქართველოში მოქმედი რადიკალებისთვის მაშველი რგოლის სროლაა და მეტი არაფერი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ამ რეგიონიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მეგობრები ჰყავს.
„ისინი 2012 წლამდე არსებულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. სჯობს, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას თვალი გადაავლონ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ნახონ, მხოლოდ გირგვლიანი კმარა. ამის შემდეგ, დღევანდელ მოცემულობას შეხედონ და შემდეგ გააკეთონ განმარტება. ამას არ იზამენ, რადგან ისინი იმ დავალებებით მოქმედებენ, რითაც საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.