რუსუდან შარაძე: გიორგი ბარათელმა უკვე 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ [2007 წლის] 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა – მან თქვა, რომ მე უკვე მოკლული მეგონა არ ვიცოდი თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ ისაუბრა.

რუსუდან შარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გიორგი ბარათელმა მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა, მისი თქმით უკვე მოკლული ეგონა და არ იცოდა, რომ თუ ცოცხალ კაცზე აიძულებდნენ მკვლელობის დაბრალებას, რადგანაც გურამ შარაძე იმავე დღეს, საღამოს მოკლეს.

„მკვლელმა, რომელმაც მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და ამას ჩემი მეგობარი შეესწრო, როგორც გითხარით. ჩემი მეგობარი „არკის“ უკან იდგა და უყურებდა, რომ ვიღაც კაცი ძირს იყო ზემოდან დაადგა მკვლელი და მოახდინა ორ საკონტროლო გასროლა და ეგრევე ავარდა შანიძეზე. ჩემმა მეგობარმა მთელი შანიძის ქუჩა, პეტრიაშვილამდე სდია შორი ახლოს, ამასობაში გზად უკვე დაინახეს ჩემი მშობლების მეგობრებმა. უკან ოფიციალური ვერსიითაც და მოწმეებიც ამბობენ, რომ მისდევდა ერთი პოლიციელი, შემდეგ საქმის მასალებიდან ირკვევა რომ ეს იყო ლევან ბოჭორიშვილი ცრუ მოწმე. ასევე ცრუ მოწმე, რობერტ პანიევი, რომელიც მელიქიშვილზე დარჩა ცოტახნით, სანამ ხიზანიშვილი მობრძანდა და მერე ისევ დაედევნა ამ თავის მეწყვილე ბოჭორიშვილს. მოკლედ უკან მისდევს ორი პოლიციელი ვითომ ბარათელს. ნამდვილი მკვლელი შევარდება ჯერ შანიძის ქუჩის 10-12 ნომერში, ხორავას ეზოდან გამორბის და მერე პეტრიაშვილისკენ მირბის და სანამ ჩიხში არ შევიდე და უკან პოლიცია არ მისდევდა პეტრიაშვილზე იქამდე უყურა ჩემმა მეგობარმა და ამის მერე მოვიდა პოლიცია, ჩადგა გზაჯვარედინზე მანქანით. მკვლელი მჟავანაძის სახლის უკან ჩიხია, იქიდან გავიდა სამშვიდობოზე.
ეს ისეთი სცენარია ფანტასტიკის სფეროა, ალბათ ვინც არ იცის სააკაშვილის რეჟიმი და ვისაც არ მოუსმენია თქვენი სხდომები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ოფიციალური ვერსია ამაზე უფრო ფანტასტიკად ჟღერს.
ამ დროს გამოიყვანეს ბარათელი შანიძის და ხორავას კუთხეში, იქ ნახეს მოწმეებმა, რომლებიც მას იცნობენ და მიესალმნენ, წესით ბარათელი უნდა გარბოდეს და ორმხრივ სროლაში წესით და უკან მოსდევდეს პოლიცია.
გიორგი ბარათელმა უკვე 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 20 მაისს ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, წაიყვანეს თბილისის ზღვაზე, ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა, მან თქვა რომ მე უკვე მოკლული მეგონა არ ვიცოდი თუ ცოცხალ კაცზე მაიძულებდნენო, ამის შემდეგ წაიყვანეს, ჩაკეტეს ფარეხში და ელოდებოდნენ შესაბამის დროს, რათა გამოეყვანათ და მიეყვანათ იქ სადაც მკვლელმა გაირბინა“,- განაცხადა რუსუდან შარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები