უკრაინამ მოსკოვზე და რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანა
22 მაისს, უკრაინამ მოსკოვზე და რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა,- აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, სულ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფრენები შეწყდა მოსკოვში მდებარე დომოდედოვოს, ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში. გარდა ამისა, დროებით გაჩერდა ტამბოვისა და ვლადიმირის აეროპორტები.