“ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და მას უნდა დაემორჩილონ” – არჩილ გორდულაძე
“ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და მას უნდა დაემორჩილონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„გირაოს გადახდის თემა იმის მცდელობაა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს კოლექტიურ „ნაცებში“ განხეთქილებაა. რეალურად, არანაირი განხეთქილება არ არსებობს. გადაწყვეტილებას თავად იღებენ, კანონს დაემორჩილონ თუ არა. ვინც უფრო თამამია და შეუძლია, კანონი დაარღვიოს, ეს ადამიანები კანონს არ ემორჩილებიან. ვისაც ასეთი სითამამე არ აქვს, იძულებული არიან, მიღებული დავალების მიუხედავად, კანონს დაემორჩილონ. ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და მას უნდა დაემორჩილონ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ისეთივეა, როგორც სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.