გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია მან მედიასთან დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თბილისის პროკურატურამ პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა.