შვედი ექსპერტების აზრით, შვედეთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ნაღდ ფულზე უარს იტყვის

შვედური გამოცემის „The Local“-ის ინფორმაციით, შვედეთი უახლოეს წლებში პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც ნაღდ ფულზე უარს იტყვის და ფულად ანგარიშსწორებას უნაღდო ანგარიშსწორების სახით მოახდენს. შვედურ გამოცემას ამ დასკვნის გაკეთების უფლებას, სხვადასხვა კვლევები და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებები აძლევენ.
შვედეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, უკვე ამჟამად შვედეთში საშუალოდ ხუთიდან ოთხი შესყიდვის შემთხვევაში, გადახდა ელექტრონული ან ბარათების საშუალებით ხორციელდება. გამოცემის ინფორმაციით, შვედეთში ელექტრონული გადახდები ჰეგემონიურ მდგომარეობაში გახლავთ. ქუჩაში ხილით, ბოსტნეულით და გაზეთებით მოვაჭრეებიც კი ნაღდი ფულის გარეშე ბარათების საშუალებით ვაჭრობენ. ნაღდ ფულზე უარის თქმა შვედეთს მნიშვნელოვან შემოსავალსაც მოუტანს. რადგან დადგენილია, რომ ყოველწლიურად შვედეთის საბანკო სისტემის დანახარჯი ფულის გადამუშავების გამო 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ელექტრონული გადახდების დამკვიდრებამ შვედეთში კრიმინალის შემცირებაც გამოიწვია. შვედეთის ბანკების ასოციაციის მონაცემებით, სწორედ ამ მიზეზით 2012 წელს შვედეთში ბანკების დაყაჩაღების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ნაღდ ფულზე უარის თქმა სულაც არ წარმოადგენს საერთო ევროპულ ტენდენციას. მაგალითად იტალიაში ფულადი ოპერაციების სამი მეოთხედი დღესაც ნაღდი ფულის საშუალებით ხორციელდება. საინტერესოა, რომ რომ არსებული ტენდენციის მიუხედავად შვედეთში ფულის კუპიურას ისეც დიდ პატივს სცემენ. შვედური სოციოლოგიური ინსტიტუტის „Sifo „-ს გამოკითხვით დადგინდა, რომ შვედების ორი მესამედის აზრით, ხელში ნაღდი ფულის დაჭერის საშუალება – ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები