კუბისა და გვატემალას რესპუბლიკების პრეზიდენტებს საქართველოს ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

,,კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გრიგოლ ბარამიძემ, რწმუნებათა სიგელი გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს, მიგელ კანელ-დიას ბერმუდესს”,- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა კუბის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.

,,თავის მხრივ, რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოსთან მეგობრული კავშირები და ხაზი გაუსვა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების მზაობას.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქალაქი მეხიკო) ზაზა გაბუნიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტს რა დროსაც გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან. ელჩმა რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებზე. პრეზიდენტმა არევალომ კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები