გორდულაძე – ოპოზიციაზე: კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები, რა განცხადებებს აკეთებენ, შემთხვევით – ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები

“ადამიანები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, მათი პატრონების დავალებით და მითითებით, ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის, რადიკალიზაციას, ძალადობრივი აქციების დაორგანიზებას და შემდეგ ამაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, სხვა ადამიანებს შეატოვებენ ხოლმე,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის წამოცდენები და შემზადების პროცესები იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მსხვერპლი.

“ზუსტად ეს იყო, რომ ქალბატონ ლორა თორტონსაც უკვირდა, თუ რატომ ვერ მოჰყვა მსხვერპლი, იმიტომ რომ ეს “კარგი საშუალება იქნებოდა” მათთვის, რომ თავიანთი აგენტურა ხელისუფლებაში მოეყვანათ.

კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები, რა განცხადებებს აკეთებენ, შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები,” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები