გია აბაშიძე გერმანიის ელჩზე: დიპლომატიისთვის შეუფერებელი ელჩი ფიშერი, როგორც „დიფ სთეითის“ სხვა ვასალები, ავრცელებს მითებს, თითქოს ინვესტორები გარბიან საქართველოდან და ეკონომიკა პერსპექტივას მოკლებულია – ეს არის უხეში ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია

დიპლომატიისთვის შეუფერებელი ელჩი ფიშერი, როგორც „დიფ სთეითის“ სხვა ვასალები, ავრცელებს მითებს, თითქოს ინვესტორები გარბიან საქართველოდან და ეკონომიკა პერსპექტივას მოკლებულია. ეს არის უხეში ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის თქმით, ელჩის განცხადებები არა მხოლოდ რეალობას არ შეესაბამება, არამედ მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს საინვესტიციო იმიჯს.

„ანტიქართველი, დიპლომატიისთვის შეუფერებელი გერმანიის ელჩი ფიშერი “დიფ სთეითის” სხვა ვასალების, კრებსითი ლორა თორნტონების მსგავსად, პარაზიტულად ტირაჟირებს, რომ თითქოს ინვესტორები გარბიან და ეკონომიკა უპერსპექტივოა. ეს დიდი ტყუილი და უბოროტესი დეზინფორმაციაა! იმის გარდა, რომ პეტერ ფიშერმა არაერთგზის დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ის უნამუსოდ აიგნორებს საერთაშორისო შეფასებებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე და ორკესტრირებული მოთამაშეა ნაცოპოზიციის ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ამხელს ჰერ ფიშერის თავხედურ უსინდისობას და ფაქტების წარმოჩენით წერს:
გერმანიის ელჩმა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ გასვლა 2024 წლის ნოემბერში ახსენა, როგორც ევროპასთან დაშორების მაგალითი.
რეალობა/ფაქტი – “ჰაიდელბერგ ცემენტმა” საკუთარი წილი გაყიდა 2023 წლის აპრილში, დაახლოებით 8 თვის შემდეგ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო – “ჰაიდელბერგ ცემენტი” რუსეთში დღემდე აგრძელებს საქმიანობას.
კითხვა: თუ “ჰაიდელბერგ ცემენტის” ქვეყანაში ყოფნით იზომება ევროკავშირთან დაახლოება გამოდის, რომ რუსეთი უახლოვდება ევროკავშირის წევრობას?
მითი
გერმანიის ელჩი: არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის (საქართველო). ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი
რეალობა/ფაქტი. Heritage Foundation-ის კვლევით საქართველო ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს ათეულშია. საქართველო კონტინენტზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ერთის მხრივ, აქვს DCFTA ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ამავდროულად, თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). საუბარია ორ მილიარდზე მეტ მოსახლეობასთან, უდიდეს ბაზართან ინტეგრაციაზე/წვდომაზე.
და მაშინ, როდესაც გერმანიის მოქმედი ელჩის თქმით საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისათვის, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი მარკ კლეიტონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპ.უფროსის მოადგილე), 2025 წლის 15 მაისს აცხადებს:
– დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში.
– 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო.
– გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და დარჩეს გაერთიანებულ სამეფოსთან ევროპაში ინტეგრირებული.
– მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენი ბრიტანული კომპანიის შესვლას ქართულ ბაზარზე”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები