ჰიმალაებში დაღუპულების რიცხვი 21 -მდე გაიზარდა(+ 18 )

 

  ნეპალის ჰიმალაებში დაღუპული ალპინისტების რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას გამოცემა „ India Express“-ი ნეპალის ხელისუფლების მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრაგედია მწვერვალ ანაპურნას რაიონში ციკლონ ხუდხუდის მოქმედების შედეგად მოხდა, რასაც მთებში ზვავი და თოვლიანი ქარიშხლები მოჰყვა. ინდური გამოცემის თანახმად 16 ადამიანი – 9 ნეპალელი, 3 პოლონელი, 3 ებრაელი და 1 ვიეტნამელი მუსტანგის რაიონში დაიღუპნენ, კიდევ 19 კი დაიჭრა. გარდა ამისა 5 ადამიანი : 4 კანადელი და 1 ინდოელი მანანგის რაიონში დაიღუპნენ.
„ეს ნეპალის მთიან რაიონებში უცხოელი ტურისტების მონაწილეობით ყველაზე სერიოზული ტრაგედია გახლავთ “ – განაცხადა ნეპალის ტრეკინგის ასოციაციების ცენტრის (TAAN) ხელმძღვანელმა გოპალ ბაბუ შრესტხამ. „TAAN“-ის მონაცემებით საფრთხის ქვეშ კიდევ 85 ტურისტი იმყოფება, რომლებთანაც კავშირი ამ დრომდე ვერ მყარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები