ირაკლი კობახიძე – „მეგობარი აქტი” არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს

„მეგობარი აქტი” არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.

„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. „მეგობარი აქტი” არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის ღია წერილზე არ უპასუხია, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები