ებოლათი დაინფიცირებული ამერიკელი მედდის სპანიელს არ მოკლავენ

 ებოლათი დაინფიცირებული ამერიკელი მედდის ნინა ფამის საყვარელი სპანიელი კარანტინში მოათავსეს. 1 წლის ბენტლი სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა მედდის სახლიდან ყველა პროცედურის დაცვით გამოიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში, სპეციალურ ვოლიერში მოათავსეს, სადაც მას მონიტორინგი უტარდება. როგორც დალასის საქალაქო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, მას ევთანაზია არ ემუქრება, როგორც ეს ესპანეთში მცხოვრები დაავადებული ექიმის ძაღლის შემთხვევაში მოხდა. ესპანელი ესკალიბური დააძინეს, რამაც ევროპელ ცხოველთა დამცველთა დიდი ვნებათაღელვა და საპროტესტო აქციები გამოიწვია. რაც შეეხება ბენტლის, მას ექიმები დღეში ორჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობას უმოწმებენ და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დროისთვის ის თავს მშვენივრად გრძნობს, მას 21 დღიან კარანტინის გადატანას ახალ–ახალი სათამაშოები დაეხმარება. ცხოველთა დამცველებმა მისთვის „ამაზონზე“ სპეციალური გვერდიც გახსნეს, სადაც მსურველებს შეუძლიათ ბენტლისთვის სათამაშოები იყიდონ.

1413327963433_wps_2_About_to_provide_updates_

1413327958807_wps_1_About_to_provide_updates_

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები