აშშ-ს პირველმა ლედიმ ბოსტნეულის საშემოდგომო მოსავალი მოიყვანა
აშშ-ს პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ თეთრის სახლის ტერიტორიაზე ბოსტნეულის საშემოდგომო მოსავალი მიიღო. აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე დიდი ხანია თავისუფალ დროს ბოსტნეულის მოყვანას მისდევს. მიშელ ობამამ წარსულში წიგნიც კი გამოუშვა სახელწოდებით „მოყვანილია ამერიკაში: მთელი ამერიკის ბოსტნების და ბაღების ისტორია“. გარდა ამისა პირველი ლედი მოსავლის მოყვანისას მაყურებლებს მუდმივად ესაუბრება ბავშვებში ზედმეტი ცხიმების დაგროვების პრობლემებზე და ჯანსაღი კვებისაკენ მოწოდებებს ავრცელებს.