“პროკურატურა მთავრობის ნაწილი არ არის, ის დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მის ფორმირებაში მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს” – ქადაგიშვილი
“პროკურატურა გაცილებით უფრო ძლიერი ინსტიტუციაა, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამიტომ, ეს ფუნქცია უფრო ძლიერი ინსტიტუციის ქვეშ გადადის”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„გარედან ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილიყო. სამართალდამცავ სისტემაში პროკურატურის და ამ სამსახურის წონა რომ შევადაროთ, დავინახავთ, პროკურატურა თავისი ფუნქციონალური დატვირთვით გაცილებით უფრო ძლიერი ინსტიტუციაა. ამიტომ, ეს ფუნქცია უფრო ძლიერი ინსტიტუციის ქვეშ გადადის. პროკურატურა მთავრობის ნაწილი არ არის, ის დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მის ფორმირებაში მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს. ოპოზიცია რასაც ამბობს, სპეკულაციაა. პროკურატურა სასამართლოში ყველა საქმეს წაიღებს, რასაც აქამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა. ეს სამსახური მხოლოდ გამომძიებელია, ბრალმდებელი არ არის. ბრალმდებელი ისევ პროკურატურა უნდა ყოფილიყო. ახლა გამომძიებლის და ბრალდებელის ფუნქცია პროკურატურას ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.