ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამომრჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას
,,ცდილობენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამომრჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით,
ვინც გადაწყვეტს, რომ დარჩეს მთლიანად დემოკრატიული ჩარჩოს მიღმა, ესეც მათი არჩევანი იქნება და ამას შესაბამისი შედეგი ექნება.
,,ისინი, რომ ადგნენ და პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, ექნებათ ძალიან ნეგატიური პასუხი მათი ამომრჩევლის მხრიდან.
ამიტომ ცდილობენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მეთოდით ნელ-ნელა შეამზადონ საკუთარი ამომრჩეველი იმ გადაწყვეტილებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ რომ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ვინც გადაწყვეტს, რომ მაინც დარჩეს მთლიანად დემოკრატიული ჩარჩოს მიღმა, ესეც მათი არჩევანი იქნება, ოღონდ ამას ექნება შესაბამისი შედეგი. ისინი მოწყდებიან იმ პოლიტიკურ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, რისი მახასიათებლითაც ისინი ხასიათდებიან როგორც პოლიტიკური პარტიები. სხვა შემთხვევაში ეს პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან ჩვეულებრივ რადიკალურ დაჯგუფებებად“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.