ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია და გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია

,,წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რასაც ისინი მოურიდებლად პირდაპირ ეთერებში აცხადებენ, რომ რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია და გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მზარდი ეკონომიკა აქვს.

„ევროკომისიაც ზუსტად იმავეს ადასტურებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკი, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ჩვენ ყველაზე მზარდი ეკონომიკა გვაქვს ევროპაში, ეს ტემპი გრძელდება, მათ 2025 წლის პროგნოზიც დადეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები