ლევან მახაშვილი – ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ფუნქციები იყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი

„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა ხორციელდებოდეს, ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია, როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე ეფექტიანობით,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა უზრუნველყოფილია როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე ეფექტიანობით.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით არ არსებობდა არგუმენტები, როგორც ამ უწყების არსებული ფორმით დატოვების, ასევე სხვა უწყებასთან გაერთიანების ან გენერალურ პროკურატურაში დაბრუნების თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ორი პრინციპით მივიღეთ – რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ინსტიტუტი კონსტიტუციურ წყობილებას და ასევე რამდენად ეფექტიანად ახორციელებს თავის საქმიანობას. ამ შემთხვევაში, საუბარი იყო კონსტიტუციური წეს-წყობილების აღდგენაზე, რადგან ამოგლეჯილია მისი ფუნქციები პროკურატურის ფუნქციებისგან. ეს უწყება 2018 წელს შეიქმნა და ხან მისი გაერთიანება მოხდა და ხან გაყოფა. ეს ევროკავშირთან კავშირში არ არის. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საგამოძიებო ფუნქციები მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა ხორციელდებოდეს. ამ ნაწილში პროკურატურა უზრუნველყოფილია როგორც დამოუკიდებლობის ინსტრუმენტებით, ასევე ეფექტიანობით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები