თორნიკე ჭეიშვილი: რაც არ უნდა შეეცადონ ბრიუსელის ბიუროკრატები, ვერ გააფუჭებენ ურთიერთობას იმგვარად, რომ არ ვიფიქროთ პერსპექტივაზე და ამ ურთიერთობების განვითარებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ბრიუსელის ბიუროკრატები მიუხედავად მრავალი მცდელობებისა, ისე ვერ გააფუჭებენ ურთიერთობებს, რომ საქართველომ პერსპექტივებზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე არ იფიქროს“.

როგორც ჭეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ევროკავშირი მხოლოდ ბრიუსელი და იქ მომუშავე ბიუროკრატები არ არის, ეს არის სახელმწიფოთა გაერთიანებაა, რომლის არაერთ წევრთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ევროკავშირი ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ეს არის მხოლოდ ბრიუსელი და ბრიუსელში მომუშავე ბიუროკრატია. ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ევროკავშირი სახელმწიფოთა გაერთიანებაა და მთელ რიგ სახელმწიფოებთან ჩვენ ისედაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და რაც არ უნდა შეეცადონ ბრიუსელის ბიუროკრატები, რომლებიც შესაძლოა გარკვეული ზემოქმედების ქვეშ არიან და სპეციალურ დავალებებსაც ასრულებენ, ჩვენ საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ და ეს განწყობა გვაქვს, რომ ისინი ვერ გააფუჭებენ ურთიერთობას იმგვარად, რომ ჩვენ არ ვიფიქროთ პერსპექტივაზე, ამ ურთიერთობების განვითარებაზე უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკის დარგში და ა.შ.“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები