მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება – ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14-სთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა უშუალო საუბარი, ასევე მივულოცე, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის მოლოცვა გადავეცი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი მისი საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება, ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს ჩვენი იდენტობისთვის, ღირსებისთვის, სარწმუნოებისთვის და ეს ის თემებია, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის, ადამიანის ღირსება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები