კიევში ქურდმა ჟურნალისტს ნივთები მას შემდეგ დაუბრუნა, რაც მისი პროუკრაინული შეხედულებების შესახებ შეიტყო

 

   კიევის ერთ-ერთ კაფეში რუსეთის მოქალაქე, გამოცემა „ნოვოე ვრემიას“ ჟურნალისტს ივან იაკოვინას ქურდმა ჩანთა მოპარა. გავრცელებული ინფორმაციით, ზურგჩანთაში დოკუმენტები, საბანკო ბარათები, კომპიუტერი, დიქტოფონი და ფული იყო. თუმცა, როდესაც ქურდმა გაიგო, რომ იაკოვინას პროუკრაინული შეხედულებები აქვს, მოპარული ნივთები დაუბრუნა. ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარ ბლოგში დაწერა.
ჟურნალისტის თქმით, როდესაც მას მოპარეს ჩანთა, ის სახლში წავიდა და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ აღედგინა დოკუმენტები. შემდეგ მას დაურეკა მამაკაცმა და შეატყობინა, რომ მზად იყო მეორე დღეს ჩანთა და ნივთები, რომლებიც ჩანთაში იყო, დაებრუნებინა სხვა კაფეში მოწმეების და პოლიციის გარეშე. მეორე დღეს ჟურნალისტი კაფეში მივიდა და ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდა, რომელიც “კეპში” და სპორტულ ტანსაცმელში იყო ჩაცმული. მას სახელად „ტოლიანი“ ერქვა. ქურდმა აღნიშნა, რომ გაუხარდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩინა: „დღეს ვიღაცას საღამო ჩაუშხამდება“. თუმცა, როდესაც ქურდმა ჟურნალისტის ჩანაწერები და ვიდეოები ნახა, მისი დამოკიდებულება ჟურნალისტის მიმართ შეიცვალა.
„მე თითქმის ეგრევე მივხვდი, რომ შენ ნორმალური კაცი ხარ, პროუკრაინული, მხარს არ უჭერ ცუდ, ფსიქიურად არაჯანსაღ ხ….ლოს“, – უთხრა ქურდმა ჟურნალისტს. კონსულტაციების შემდეგ ქურდმა გადაწყვიტა ნივთები პატრონისთვის დაებრუნებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები