“რეჟიმის წევრები კითხვებს გაურბიან და ცდილობენ, რომ ნაკლები დანაშაულის ჩადენის გზით საჯარო წარდგომას თავი აარიდონ” – გორდულაძე

“რეჟიმის წევრები კითხვებს გაურბიან და ცდილობენ, რომ ნაკლები დანაშაულის ჩადენის გზით საჯარო წარდგომას თავი აარიდონ, ყველას მოვუწოდებთ, კანონი კარგად წაიკითხონ და კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„შემდეგ მათი მხრიდან მცდელობა ნუ იქნება, რომ პოლიტიკას თავი შეაფარონ და თავიანთი დანაშაული როგორმე გადაფარონ. სამწუხაროდ, წარსულში ასეთი ბევრი გვინახავს. როცა გირაოს არ იხდიან, სახელმწიფო უწყებების რეპუტაციის შელახვას და დასუსტებას ცდილობენ. ეს მათი გეგმა წარსულშიც იყო და ახლაც გრძელდება. სასამართლო იმსჯელებს და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც სხვა დემოკრატიული ქვეყნის სასამართლო მიიღებდა. შესაბამისად, კანონი დაიცვან და ერთხელ მაინც საზოგადოების წინაშე წარდგომა ნუ შერცხვებათ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები