გორდულაძე – ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში რომ ვერ მოვიდნენ და საკუთარი შედეგი არ მოეწონათ, ამიტომ გადაწყვიტეს ქართველი ხალხის არჩევანის ანულირება, რაც არ გამოუვიდათ
“თავადაც კარგად იციან, თუ რა არის მათი მხარდაჭერა და რამდენი ხმა მიიღეს. ხელისუფლებაში რომ ვერ მოვიდნენ და საკუთარი შედეგი არ მოეწონათ, ამიტომ გადაწყვიტეს ქართველი ხალხის არჩევანის ანულირება, რაც არ გამოუვიდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„არჩევნები არაერთხელ ცნო „ლელომ“, რადგან დაფინანსებას იღებენ და ცესკო-ში წევრი ჰყავთ. მათი განცხადებები ფარსია, რომ ამომრჩეველს დააჯერონ, ისინი იბრძვიან. რისთვის იბრძვიან? – ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცდილობენ, რომ ინსტიტუციები ჩამოაქციონ. ეს მათი პატრონებისგან მიღებული დავალებებია. თავადაც კარგად იციან, როგორია მათი მხარდაჭერა და ის, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერთ. შეუძლებელია, „ნაცები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდათ, მაგრამ ამ ქვეყანაში ნაცმაიდანის მოწყობის საშუალება არ ექნებათ“, – განაცხადა გორდულაძემ.