გიორგი კახიანი – გერმანიის ელჩის განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით: ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს

“ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რითაც გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღიარა, რომ პოლიციელზე ხელის დარტყმა დანაშაულია, თუმცა, სასჯელის ზომას და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს იწუნებს.

„ასეთი [პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის] ქმედებისთვის გერმანიაში ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგებოდა ესა, თუ ის მოქალაქე. ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა ამას. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები და არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს. ასეთი განცხადებები შეიძლება იყოს გარკვეულწილად სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები