რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

გასული ღამის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს,- ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

ხერსონის ოლქზე თავდასხმას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ამასთან, სუმის ოლქში 2 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 4 საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე შენობაში გაჩნდა ხანძარი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები