“ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა” – დავით მათიკაშვილი
“ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. სწორედ ცესკო-ს მიერ დადგენილი შედეგები არის რეალური და ნამდვილი. სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ეს განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„სხვათა შორის, ბოლო პერიოდში წითლიძე გულწრფელობით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს ქვეცნობიერია, თუ სხვა რამის დამსახურება, მაგრამ მისი მხრიდან ის სიმართლე ითქვა, რაც ცესკო-ს მონაცემები და არჩევნების შედეგები იყო. რადიკალები ავრცელებდნენ ცრუ მესიჯს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ ეს ყველაფერი რაში სჭირდებოდათ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება რატომ დაგეგმეს? იქნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მომხდარიყო დელეგიტიმაცია ხელისუფლების, „დიფ სთეითის“ მიზნები შესრულებულიყო და საქართველო მძიმე პროცესებში ჩართულიყო, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.