ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. იცით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს და 4 ოქტომბერსაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება არჩევნები. თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ესტონეთში არსებობს ტელეფონებით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები