არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრაზე: სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემად სხვადასხვა აგენტურისათვის,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, გერმანიის ელჩისა და ოპოზიციონერი აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან. პირდაპირ გადაიქცნენ ღიად დავალების მიმცემად სხვადასხვა აგენტურისათვის. ამას ვხედავდით განსაკუთრებით ცხადად 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში. მას შემდეგაც გრძელდება და ზუსტად იმავეს აკეთებს საფრანგეთის ელჩი, გერმანიის ელჩი და მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერჩინსკი, რომელიც საუბრობდა, რომ თურმე მისი სურვილია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ოპოზიციონერ აქტივისტებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები