გურამ მაჭარაშვილი – გახარიას უცხოური დავალებების შესრულების სურვილი ჰქონდა, ეს კომისიაზეც გამოჩნდა – ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა

„გახარიას ჟესტი, რომ პასუხს ითხოვს, რა არის ოპოზიციის გეგმა, საერთო პატრონის მიმართ კონკურენციაში ყოფნას ნიშნავს, გახარია „ნაცმოძრაობა“ ახალს, ძველს და „ლელოს“ ეჯიბრება,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ გახარიას უცხოური დავალებების შესრულების სურვილი ჰქონდა და აქვს, სხვა მოცემულობა არ აქვს. ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც გამოჩნდა, ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა. უფრო სწორად, ისეთი პასუხები გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უცხოეთის დაკვეთებს ასრულებდა – აირია, როგორც გადადგომის საკითხზე, ასევე 20 ივნისზე. ამით გამომჟღავნდა, რომ იმ პატრონის ქვეშაა, რის ქვეშაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მისი ჟესტი, რომ პასუხს ითხოვს, რა არის ოპოზიციის გეგმა, ნიშნავს, რომ საერთო პატრონის მიმართ კონკურენციაში არიან. გახარია „ნაცმოძრაობა“ ახალს, ძველს და „ლელოს“ ეჯიბრება. ამ ფონზე კი პატრონთან უპირატესობის აღნიშვნას ცდილობს – ამ აგენტურაში ყველაზე კარგი აგენტურა ვარო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც აღნიშნულია: „კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები