რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – არის მსხვერპლი
16 მაისის ღამეს, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 112 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის, უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქები.
ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
“დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით და ცენტრში ჩამოგდებული იქნა 73 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა ტიპის დრონები.
ადგილობრივად დაიკარგა მტრის 36 დრონის სიმულატორი (უარყოფითი შედეგების გარეშე)”,- ნათქვამია საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.