ნიკოლოზ სამხარაძე: ჯო უილსონს არავინ კითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა

„ჯო უილსონს არავინ ჰკითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა. მან ეს კარგად იცის,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ამ ბატონთან ცოტა ხნის წინ აუდიენციაზე იყვნენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ეტყობა მათ სთხოვეს მსგავსი წერილის შედგენა და ისიც არ დაზარდა, თუმცა ყველანაირ აზრს და ყველანაირ საფუძველს არის ეს წერილი მოკლებული. ჯო უილსონს არავინ ჰკითხავს ვის მისცემენ ვიზას და ვის – არა. მან ეს კარგად იცის. მას თუ რაიმე უნდოდა, უნდა მიემართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის და საინტერესოა, რომ ასამბლეას კი არ მიმართა, არამედ მიმართა ერთ-ერთ წევრ ქვეყანას. ასე რომ თვითონაც იცის, რომ ეს განწირულია მარცხისთვის“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენ ჯო უილსონის თანაავტორობით, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და პოლონეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებენ, უარი თქვან ვიზების გაცემაზე ან სხვაგვარად არ დაუშვან „ქართული ოცნების“ წევრები მნიშვნელოვან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები