ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუ მისი დელეგაციის მანდატი უპირობოდ იქნება აღიარებული ასამბლეის მიერ

საქართველო მზად არის დაბრუნდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუ მისი დელეგაციის მანდატი უპირობოდ იქნება აღიარებული ასამბლეის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თურმე ის საკითხები, რომელსაც ჩვენ წინაპირობები დავარქვით საქართველოს დელეგაციის მანდატის სრულფასოვნად ცნობასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო უბრალოდ რეკომენდაციები და ის არ იყო სავალდებულოდ შესასრულებელი, თუმცა ტექსტიდან ასე ნამდვილად არ იკითხებოდა.

ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი – ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატი ცნოს ყველანაირი წინაპირობების გარეშე, მაშინ სხვა არანაირი ბარიერი საქართველოს დელეგაციის დაბრუნებისა არ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატები უნდა იყოს უპირობოდ აღიარებული“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები