ნიკოლოზ სამხარაძე: არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს არ გვაქვს არანაირი კონტაქტი ევროკავშირთან, ერთადერთი, რაც ახლა არ მიმდინარეობს, ეს არის მაღალ დონეზე კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის
არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს არ გვაქვს არანაირი კონტაქტი [ევროკავშირთან], ერთადერთი, რაც ახლა არ მიმდინარეობს, ეს არის მაღალ დონეზე კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს არ გვაქვს არანაირი კონტაქტი [ევროკავშირთან]. პარლამენტები დონეზე არაერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით. გვქონდა ასევე ვიზიტი რუმინეთშიც – ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში. ასევე იგეგმება ვიზიტები სხვა ქვეყნებში. ცოტა ხნის წინ ჩვენი ელჩებიც შეხვდნენ ჩემს კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან და და იყო საუბარი ვიზიტების გაცვლაზე. ერთადერთი, რაც ახლა არ მიმდინარეობს, ეს არის მაღალ დონეზე კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის, თორემ ორმხრივი ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან არსებობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.